
რემონტის შემდგომი დალაგება: თქვენი ახალი დასაწყისი სუფთა გარემოში
რემონტი, თუნდაც ყველაზე მცირე, ყოველთვის ტოვებს უამრავ მტვერს, ლაქასა და ნარჩენს, რაც ახალ სივრცეში შესვლას, თუ მუშაობას შეუძლებელს ხდის. ჩვენ გვესმის, რომ რემონტის შემდგომი დასუფთავება დამქანცველი და დროის თვალსაზრისით ხარჯიანი პროცესია. სწორედ ამიტომ, BioClean გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას, რათა თქვენი განახლებული სახლი ან ოფისი ბზინავდეს სისუფთავით და მზად იყოს საცხოვრებლად ან საქმიანობისთვის. ჩვენი გამოცდილი გუნდი, Kärcher-ის უახლესი პროფესიონალური აპარატურითა და ეკოლოგიურად უსაფრთხო საწმენდი საშუალებების გამოყენებით, გარანტიას გაძლევთ, რომ არ დარჩება არც ერთი მტვრის ნაწილაკი, ან საღებავის ლაქა. ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ დეტალზე, რათა თქვენი სივრცე იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად სუფთა, არამედ სრულად გათავისუფლებული სამშენებლო მტვრისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
- იატაკის, კედლების, ჭერისა და ზედაპირების ღრმა წმენდას: სპეციალური მძლავრი მტვერსასრუტებისა და ორთქლის აპარატების გამოყენებით, ვწმენდთ ყველა ზედაპირს მტვრისა და ჭუჭყისაგან.
- საღებავის, წებოსა და სხვა ლაქების მოცილებას: სპეციალიზებული ქიმიური საშუალებებით ეფექტურად ვაშორებთ რთულად მოსაშორებელ ლაქებს, ქსოვილებისა და ზედაპირების დაუზიანებლად.
- ფანჯრების, კარებების, ჩარჩოების და ვიტრაჟების სრულყოფილ წმენდას: ვასუფთავებთ შუშის ზედაპირებს ბზინვარებამდე, ყოველგვარი დაზიანების გარეშე.
- სველი წერტილების, სამზარეულოსა და სხვა ფუნქციური ზონების დეტალურ დამუშავებასა და დეზინფექციას: უზრუნველვყოფთ მიკრობებისა და ბაქტერიების სრულ განადგურებას.
- ვენტილაციის სისტემებისა და კონდიციონერების მტვრისგან გაწმენდას: სუფთა ჰაერი თქვენს სივრცეში ჩვენი პრიორიტეტია.
- რბილი ავეჯისა და ხალიჩების ქიმწმენდას: მტვრისა და ჩამჯდარი ჭუჭყის, ბაქტერიების მოცილებას ხალიჩებიდან და რბილი ავეჯიდან.
რატომ უნდა აირჩიოთ BioClean რემონტის შემდგომი დალაგებისთვის?
- Kärcher-ის პროფესიონალური აპარატურა: ჩვენი პარტნიორობა Kärcher-თან უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის დასუფთავებას, რომლის შედეგიც საგრძნობლად გამორჩეულია.
- გამოცდილი პროფესიონალები: ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს აქვს გამოცდილება რემონტის შემდგომი დასუფთავების ყველა ნიუანსში.
- დროის და ენერგიის დაზოგვა: მოგვანდეთ ეს შრომატევადი პროცესი და დაზოგეთ თქვენი ძვირფასი დრო.
ეკოლოგიურად სუფთა მიდგომა: ვიყენებთ მხოლოდ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და ეკო მეგობრულ საწმენდ საშუალებებს.
სერვისის ინფორმაცია
- Price :₾60
- Cleaning Hours :24 საათი
- Number of Cleaners :2 პერსონალი
- Visiting Hours :09.00am - 06.00pm
- Contact :+995 500 33 80 80
- E-mail :info@bioclean.ge